02 აპრილი

ინფორმაცია პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული შიდა და ღია კონკურსის II ეტაპზე დაშვებულ კანდიდატთა რაოდენობა და გასაუბრების თარიღი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით გამოცხადებული შიდა და ღია კონკურსის პირველი ეტაპის - კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის პირველი ეტაპი გადალახეს და კონკრეტულ ვაკანსიებზე შიდა და ღია კონკურსის მეორე ეტაპზე დაიშვება 5 კანდიდატი:

ა) საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საორგანიზაციო განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ერთი საშტატო ერთეული) - ერთი კანადიდატი;

ბ) საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ერთი საშტატო ერთეული) - ერთი კანადიდატი;

გ) საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე - მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ერთი საშტატო ერთეული) - ერთი კანადიდატი;

დ) საფინანსო, შესყიდვებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე - მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ერთი საშტატო ერთეული) - ორი კანადიდატი.

            კონკურსის მეორე ეტაპზე კანდიდატთა შეფასების ფორმად  განსაზღვრული გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 03 აპრილს 12:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში.

            რეგისტრაცია - 11:00-11:30 სთ.