18 ივლისი

   მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების  ერთობლივ სხდომაზე. კანონმდებლებს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

   რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების 62 892,4 ათასი ლარით გაზრდილი მოცულობიდან 10 723,6 ათასი ლარი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე მოდის, რაც მოსახლეობის ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებას, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებით სამედიცინო მომსახურებას, სახსრების ენდოპროთეზირებას, ამბულატორიულ, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კვლევას, მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას, უშვილობის დიაგნოსტიკა-მკურნალობას, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სხვა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. ამასთან, სამინისტროს ემატება ახალი ქვეპროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარება“ და მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა.

   კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

   კომიტეტებმა კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი