18 ივლისი

   აჭარის 2024 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განიხილეს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა. კანონის პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

   როგორც ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, პროექტის თანახმად, იცვლება საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებების მოცულობა, ასევე საერთო რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები და შემოსულობები.

   ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 62 892,4 ათასი ლარით, აქედან 1 209,2 ათასი ლარი  სოფლის მეურნეობის სამინისტროზეა გათვალისწინებული. უწყების კორექტირებული ბიუჯეტი ციტრუსის მოსავლის რეალიზაციას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობასა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

   კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი