19 ივლისი

    აჭარის 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უმაღლესი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს - შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

   საკითხი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დასრულდა განხილვის პროცედურები, წარმოდგენილია კომიტეტების დასკვნები და კანონის პროექტი მომზადებულია უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისთვის.

   ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება კანონის პროექტი - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაყვანისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასა და აღნიშნული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციას ითვალისწინებს, მომზადებულია სხდომაზე განხილვისთვის.

   კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უმაღლესი საბჭოს 2024 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში  შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა - ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი