აროშიძე ტიტე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"

არჩევის ფორმა:

დაბადების თარიღი: 8 მაისი, 1977 წელი

ტელეფონი: (0322) 28 54

ელფოსტა: t.aroshidze@moa.ge

განათლება, უმაღლესი
1994-2000 წწ. - ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო მექანიკის ფაკულტეტი;

2000-2003 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობა: მენეჯმენტი-ეკონომიკა.  მაგისტრის ხარისხი;

2022 წელს - მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)

საქმიანობა უმაღლეს საბჭოში

26.11-2024 წლიდან - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

- აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრი

- საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი

- ღია მმართველობის საბჭოს წევრი

- ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე

- ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი

სამუშაო გამოცდილება
15.12.2020 -26.11.2024 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

2018-2020 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი;

2017-2018 წწ. - „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“, ექსპერტი კვლევითი და ანალიტიკური მიმართულებით;
2017-2019 წწ. - ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ - პროექტის მთავარი ასისტენტი აჭარის რეგიონში - ENPARD, (ევროკავშირი);
2015–2017 წწ. - ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში” - პროექტის ხელმძღვანელი (ევროკავშირი);
2011–2015 წწ. - ქ. ბათუმის მერია, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე;
2009–2011 წწ. - ქ. ბათუმის მერია, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი;
2008–2009 წწ. - ქ. ბათუმის მერია, მერის რწმუნებული ხიმშიაშვილის უბანში;
2005-2007 წწ. - საქველმოქმედო ფონდი „პარალელი“, ფინანსური მენეჯერი;
2004–2005 წწ. - ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი, აღმასრულებელი დირექტორი;
2005–2008 წწ. - ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი, გამგეობის თავმჯდომარე;
2002–2005 წწ. - ქ. ბათუმის ინდუსტრიულ–პედაგოგიური კოლეჯი, ლექტორ-მასწავლებელი (ეკონომიკა-ბიუჯეტი);
2002-2003 წწ. - ქ. ბათუმის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ლექტორ-მასწავლებელი (ეკონომიკა/ბიუჯეტი).
საზოგადოებრივ საქმიანობაში გამოცდილება:

2017 წ.  - მდგრადი დაბალემისიური ურბანული ტრანსპორტის ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავების მხარდაჭერა საქართველოში, ეკონომიკის ეროვნული ექსპერტი - UNDP;

2017 წ. -  ამაგების ჩამოყალიბება აჭარის მუნიციპალიტეტებში - პროგრამის დირექტორი;
2016 წ. - ქალაქ ბათუმის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების. სამოქმედო გეგმა (SEAP),  ექსპერტი ტრანსპორტის სექტორის მიმართულებით;
2014-2015 წწ. -  გაეროს მესამე ეროვნული შეტყობინება (02.2014-03.2015), ექსპერტი სატრანსპორტო სექტორის მიმართულებით - UNDP;
2013-2014 წწ. - The United Nations Development Programme – ექსპერტი ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით;
2012-2015 წწ. - მერების შეთანხმების ფარგლებში პროექტი „საქალაქო ტრანსპორტის ოპტიმიზაცია” – ექსპერტი სატრანსპორტო და ეკონომიკურ საკითხებში;
2006-2007 წწ. - პროექტი „ქ. ბათუმის საბინაო ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა” – ექსპერტი;
2005-2006 წწ. - პროექტი „ბიუჯეტის მონიტორინგი ქ. ბათუმში” - ეკონომიკური ექსპერტი საბიუჯეტო საკითხებში;
2005-2006 წწ. -  „აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების გეგმის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2005 წ. - ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი დახმარებების გამცემი კომისიის წევრი;
2005 წ. - „სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით მოსახლეობის ინფორმირება“ პროექტის დირექტორი;
2005 წ. - „ურბანული ინსტიტუტის“ წარმომადგენელი აჭარაში - თვითმმართველობის საკითხებში;
2004 წ. - „აჭარის ა.რ. ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ კომისიის წევრი. 
პუბლიკაციები
“განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები” (2010 წ);
“მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ძირითადი ასპექტები საქართველოში”(2011წ.);
“სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პრობლემები გლობალიზაციის პირობებში” (2012წ.);
ჟურნალი “Молодои Ученыи“ - Причины­международного­финансового­кризисаж (2013 წ.)
ჟურნალი „Ekonomic Science For Rural Development” - Tax Stimulation of Agricultural Product Manufacturers in Georgia (2014 წ.)
ქ. ბათუმის ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი (20012-2014 წ).
უცხო ენები
ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა
დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი