18 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე,  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ - ანზორ ჩუბინიძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე წარმატებული თანამშრომლები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წელს დაარსდა. დღეის მდგომარეობით უწყება 13 სტრუქტურულ ერთეულს და 2 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აერთიანებს. სამსახურის ძირითად საქმიანობას უმაღლესი თანამდებობის პირების, კრიტიკული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტებისა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნის პირველი პირების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი