25 ივლისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.  საზეიმო ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ.

   იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 180-მა სტუდენტმა დაასრულა. სწავლის პერიოდში გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის 47 სტუდენტი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

   2024 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა 1200-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი