css3 dropdown menu by Css3Menu.com

13 მარტი 2017 წელი

გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე!

13 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, უფასო დონაციის აქციის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად უანგაროდ გაიღეს სისხლი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის ინიციატივით ორგანიზებული აქცია შპს „ჰემა-2012-ის“ წარმომადგენლების დახმარებით განხორციელდა და მასში საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

-ეს გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი აქცია, ვინაიდან ამ გზით შესაძლებელია თუნდაც რამდენიმე ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. უფასო დონაციის აქციაში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

როგორც შპს „ჰემა-2012-ის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, აქციის შედეგად სისხლის ბანკი 10 ლიტრი სისხლით შეივსო.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია