26 აპრილი

„მედიაცია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიატორებისთვის, ბიზნესისთვის, სასამართლო ხელისუფლებისა და დავის მონაწილეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის, რათა შევძლოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, „მედიაცია ბიზნესისთვის“ მესამე ყოველწლიური ფორუმის გახსნისას.

  ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოდერატორი - ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და სხვები.

  ფორუმი, რომელიც ორ პანელად წარიმართა, ბიზნესთან თანამშრომლობასა და ხელშეწყობაში მედიაციის როლს, მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის დადებითი მხარეების, ბიზნესისთვის მედიაციის გამოყენების სამართლებრივ პერსპექტივასა და ჩარჩოს განხილვას დაეთმო.

  ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, USAID-ის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით გაიმართა და მას ადგილობრივთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწრეების, მედიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი