18 აპრილი

     უმაღლეს საბჭოში აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა საკომიტეტო განხილვების გრაფიკი და ვადები.

     ბიურომ  პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა.

       განხილვის პროცედურები იწყება პეტიციაზე - "უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის თაობაზე“ (ავტორი: ინგა მოსიძე), რომელიც ბიურო წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ გააცნო.

      სხდომაზე განისაზღვრა 18 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი