18 აპრილი

       აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძე სამინისტროს საქმიანობის შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

        „2023 წელი წარმატებული იყო ჩვენი რეგიონისთვის, რაც შესაბამის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახა,“ - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, საანგარიშო წელი გამორჩეული იყო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმისა და სხვა სფეროებისთვის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესინდიკატორების მაჩვენებლები, რამაც დასაქმების 8 %-იანი ზრდა განაპირობა. მომხსენებლის განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 100,1 %-ით შესრულდა, ამასთან, წარმატებით სრულდება მიმდინარე წლის ანალოგიური მაჩვენებლებიც.

     ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების  წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა ისაუბრა რეგიონში განხორციელებულ, მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს. გამოსვლების შემდეგ, ანგარიში ცნობად მიიღეს.

     სხდომაზე მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ანგარიშები 2023 წლის საქმიანობის შესახებ. ამავე კომიტეტების თავმჯდომარეების - ცოტნე ანანიძის, მარინე გვიანიძისა და ილია ვერძაძის მიერ წარმოდგენილი მოხსენებები კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი