19 აპრილი

       ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც  კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

       პეტიცია - ,,უსინათლო ან/და მცირედ მხედველი ადამიანების უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა“, ავტორებმა -  სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „თემიდას“ წევრებმა წარმოადგინეს. კლუბის ხელმძღვანელის, პედაგოგ ინგა მოსიძის განცხადებით, ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც მომზადდა პეტიცია. პროექტი მოიცავს, როგორც საინფორმაციო კამპანიას, ისე მონიტორინგს.

        კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

         უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტები იწყებენ თემატურ მოკვლევას - „ადრეული ქორწინება დ მისი უკუშედეგები“. ილია ვერძაძის განცხადებით, ინიციატივა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის, ძალზე მნიშვნელოვან თემას ეხება და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.

    კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი