22 ნოემბერი

 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე ჩაქვში, საქართველოში მცენარეთა დაცვის აქტუალურ პრობლემებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

 „მსაგავს ღონისძიებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს სხვადასხვა ბოტანიკური ბაღის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, საქართველოს ტყის ფონდის ფიტოსანიტარიულ მდგომარეობაზე, მცენარეთა დაცვის სტრატეგიაზე,

 ბოტანიკური ბაღებისა და მცენარეთა დაცვის საკითხებზე ვიმსჯელეთ“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ.

 შეხვედრა, რომლის მიზანი ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ მცენარეთა მავნებელ-დაავადებების კვლევის და მათ წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღებული სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რამდენიმე მიმართულებასა და თემატიკას დაეთმო.