♦ შენობა, რომელშიც ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა განთავსებული, 1937 წელს აშენდა და თავისი ორიგინალური არქიტექტურის გამო, ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

♦ ცნობილია, რომ შენობის ესკიზური ნახაზები 1930 წელს ბათუმის სამალარიო სადგურის დირექტორმა ივანე ზაქარიას ძე მჭედლიძემ (1889-1937 წ.) იტალიიდან ჩამოიტანა.

♦ პროექტის ავტორი ბათუმის მთავარი არქიტექტორი - პავლე დიმიტრის ძე ნადარეიშვილი (1894-1937 წ), ხოლო მშენებელი ინჟინერი - ხასან ოსმანის ძე ანანიძე (1913-1941 წ) გახლდათ.

♦ ივანე მჭედლიძე და პავლე ნადარეიშვილი 1937 წელს, პოლიტიკური მოტივით, ე.წ. „ტროიკის“ ბრძანებით ბათუმში დახვრიტეს. მათი საფლავები დღემდე უცნობია.

♦ შენობაში, რომელიც ორი წლის განმავლობაში შენდებოდა, 1937 წლიდან ფუნქციონირებდა ტროპიკული ინსტიტუტი, რომელიც მისი ერთ-ერთი დამაარსებლის - ივანე მჭედლიძის დახვრეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 1952 წელს, ქალაქის პირველ საავადმყოფოდ გადაკეთდა.

♦ 1952 წლამდე აქ ფუნქციონირებდა მალარიის საწინააღმდეგო სადგურიც, რომელიც მალარიის დაავადების მკვეთრად შემცირების გამო, გაუქმდა და მის ადგილზე ქალაქის N1 საავადმყოფო ამოქმედდა. სტაციონარი გათვლილი იყო 150 პაციენტზე. სამედიცინო დაწესებულება 2011 წლამდე ემსახურებოდა მოსახლეობას.

♦ 2012-2019 წლებში შენობაში ფუნქციონირებდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 წლის ბოლოსთვის კი, მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განთავსდა.

♦ ნაგებობა შეტანილია ბათუმის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც მატერიალური კულტურის ძეგლი.

იხილეთ ვრცლად (pdf)

შენობის შესახებ ისტორიული ცნობები მოძიებული და მოწოდებულია

პროფესორ რამაზ სურმანიძის მიერ

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი