23 მარტი

- ყოველთვის ვერ ხერხდება მოქალაქეებთან შეხვედრა და მათი მოსაზრებების გაცნობა,ამიტომ გადავწყვიტე ჩემს თანამოზარეებთან და გუნდის წევრებთან ერთად არაფორმალურ გარემოში, ქალაქის სხვადასხვა უბანში შევხვდეთ ჩვენს ამომრჩევლებს,რათა პირადად მათგან მოვისმინოთ წინადადებები და ვიმსჯელოთ საჭირბოროტო საკითხებზე - ამ გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან სასაუბროდ გავიდა.

პირველი შეხვედრა ბათუმის ბულვარში ღვაწლმოსილ ადამიანებთან შედგა.