08 აგვისტო

      8 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, მინისტრის მოადგილეები   აგვისტოს ომის  მონაწილეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს- ხვიჩა შაქარიშვილს და მალხაზ მელაძეს ოჯახში ეწვივნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ტკბილეული მიართვეს და თითოეულს 3 ათასი ლარი გადასცეს. ერთჯერადი საჩუქარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამიდან გამოიყო და ამიერიდან ყოველწლიურად გადაეცემათ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან, აჭარის მთავრობამ 2014 წელს მათ სოციალურ სახლში გადასცა ბინები.