აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დაღუპულები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის, მათ შორის, საქართველოს - ათი და ირანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა