განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, მოისმინეს : ა(ა)იპ "ქ. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის" , ა(ა)იპ ირაკლი თურმანიძის სახელობის ძალოსნობის კომპლექსის , ა(ა)იპ "მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის" ხელმძღვანელთა ანგარიშები მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე. საუბარი შეეხო სპორტული კომპლექსების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, მწვრთნელთა შრომით ანაზღაურებას. ასევე აღინიშნა, რომ სპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, საჭიროებს მეტ ინვესტიციასა და მხარდაჭერას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს და საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდეს .
კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს.