საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

14 ნოემბერი

  აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ორი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიეს.

  კანონმდებლებმა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ მინდია დიასამიძის, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ - ილია ვერძაძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

  დავით გაბაიძის განცხადებით, ორივე თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეებს, უმაღლესი საბჭოს ვადამდე გამოკლებულ წევრებს - ვახტანგ ბერიძესა და მამუკა თურმანიძეს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.

  მინდია დიასამიძე და ილია ვერძაძე დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეებად, ღია კენჭისყრით, 13 ხმით აირჩიეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი