საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

07 ნოემბერი

       

      აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, შუახევის მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ატუმ“ 200 ფრთა ადგილობრივი სახეობის კაკაბი გადასცა.

     საკანონმდებლო ორგანოში შუახევის მუნიციპალიტეტის დელეგატის, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით,  კაკბის პოპულაციის აღდგენისა და ბუნებრივი ეკოსისტემის გამდიდრების მიზნით,  ფრინველები ველურ ბუნებაში, ჭვანისა და მარეთის ხეობებში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე გაუშვეს.

     ღონისძიება შუახევის მერიისა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი