აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ამავე ბიუროს უფროსმა, გიორგი მურვანიძემ, დამსწრე საზოგადოებას ბიუროს საქმიანობაზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ შესაძლებლობებზე, მიღწეულ პროგრესსა და მომავალ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ბიუროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, რომელმაც მართლმსაჯულების აღსრულებაში სასამართლო ექსპერტიზის გაძლიერება-განვითარების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ დასავლეთ საქართველოსა და აჭარის რეგიონული დეპარტამენტების წლის საუკეთესო თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ექსპერტიზის სფეროს განვითარებაში.
ბათუმში გამართულ ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.