აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტისა და 2026-2029 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
აღნიშნული საკითხი, სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტები მამუკა თურმანიძისა და ვახტანგ ბერიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ლაშა სირაბიძემ წარმოადგინა.