საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ვახტანგ ბერიძისა და მამუკა თურმანიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
როგორც ლაშა სირაბიძემ აღნიშნა, ვახტანგ ბერიძე და მამუკა თურმანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულები არიან ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებად. ამასთან, ორივე მათგანი მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 2025 წლის 29 ოქტომბრიდან.
კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობები შეუთავსებელია უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვახტანგ ბერიძისა და მამუკა თურმანიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხი ბიუროს გადაეცემა.