საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

30 ოქტომბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკის 102 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

   ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ  საზეიმო მიღებაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

   თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - ადნან ალთაი ალთინორმა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მეგობრობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისა და მილოცვებისთვის.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი