2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს, ტრაგედიის ოთხი წლისთავზე, დაღუპულთა მოსახსენებელი პარაკლისი ჩატარდა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში.
პარაკლისს დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, მთავრობის წევრები და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები.