აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, დღეს N6 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
,,შევასრულე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ხმა მივეცი ქალაქ ბათუმის უკეთეს მომავალს. ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რათა ავირჩიოთ ის გზა, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარებას მოუტანს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბათუმი და აჭარა ირჩევს სტაბილურ განვითარებასა და წინსვლას.''