ბათუმს კიდევ ერთი, ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე ნაძვნარში, 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული სკვერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - გიორგი ცინცაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა სკვერის გახსნისას აღნიშნა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ერთად, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე.
პროექტის ფარგლებში დაიგო დეკორატიული ფილები, განახლდა გარეგანათების ქსელი და სანიაღვრე არხები. მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი, სავარჯიშო სივრცეები და საპარკინგე ზონა.