საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

23 სექტემბერი

  ბათუმში, “პროექტი ჩემს გაკვეთილზე" გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს დამსახურებული ჯილდოები მიულოცეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

  აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2023 წლიდან ახორციელებს პროგრამას -"პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის გამარჯვებულები კონკურსით შეირჩევიან. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლებს ინდივიდუალურად.

   კონკურსში გამარჯვებული 100 მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში  500 ლარის ოდენობით სახელფასო დანამატს მიიღებს. გარდა ამისა, გამარჯვებულებს პროექტის წარმატებით განხორციელებისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის საჭირო რესურსების შესაძენად დამატებით  გადაეცემათ 1000 ლარი.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი