ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლაში დასრულდა საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა და არსებული კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
განახლებული სასწავლო დაწესებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, განათლების და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინდია დიასამიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ზაზა დიასამიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სრულად რეაბილიტირებულ სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო14 საკლასო ოთახი, სასპორტო და სააქტო დარბაზები, კომპიუტერების კლასი და ადაპტირებული შესაბამისი სველი წერტილები. მოსწავლეთა განკარგულებაშია კეთილმოწყობილი ეზო.