საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.
მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 344 951 200 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 105,4%-ით შესრულდა. შემოსულობების ორი კვარტლის გეგმა - 396 294 900 ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ - 349 134 900 ლარი შეადგინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,0%, გადასახადებზე მოდის, რაც საშემოსავლო გადასახადს მოიცავს - საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, გეგმა 107,4%-ითაა შესრულებული.
ძირითადი საბიუჯეტო და მხარჯავი დაწესებულებების შესრულების პარამეტრების წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.