საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15 სექტემბერი

  ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიხაძირში, ახალი სასწავლო წელი ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში დაიწყო. მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და ადგილობრივებს სრულიად განახლებული, თანამედროვე სასწავლო დაწესებულების ამოქმედება და სწავლის დაწყება მიულოცეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

  სსიპ სერგო ჯაიანის სახელობის საჯარო სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა, როგორც შიდა, ასევე, გარე ინფრასტრუქტურა, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა შესაბამისი სივრცეები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

  2025 წელს აჭარაში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი