ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოწმინდაში, სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა.
შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის დელეგატმა უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი ცეცხლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
„ხინოწმინდობას“ საზეიმოდ აღიმართა ჯვარი ხინოწმინდის ტაძარზე, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს. ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარში, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, საზეიმო წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა, მამა ევდემოზ დიასამიძემ აღავლინა.
ღონისძიებას, რომლის ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ხინოწმინდელები, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.