17 ივლისი

  „ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს, ჩვენი რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება დაფინანსებაც და პროგრამების ჩამონათვალიც, რაც მეტი ბენეფიციარის დახმარების საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ვახტანგ ბერიძემ ამავე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე.

  საბჭო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ პროფესიონალებს, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, ამჯერად რამდენიმე საკითხზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბა:

  სხდომაზე განიხილეს და მიიღეს საბჭოს დებულება, რომლის პროექტი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ვახტანგ ბერიძემ წარმოადგინა, ასევე აირჩიეს სხდომის მდივანი.

  საორგანიზაციო საკითხების განხილვის შემდგომ, შეკრებილებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ გააცნო და უპასუხა შეკრებილთა კითხვებს.

  საბჭო, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, პერიოდულად კვლავაც შეიკრიბება.