16 ივლისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს ვადამდე გამოკლებული წევრების  ადგილმონაცვლეების  - ნინო ჩხეტიასა და არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება. 

  ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

  ბიუროს წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს  საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებითაც, რომელიც  - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს მოიცავს.

  პროექტი პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება.