12 ივლისი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

"მსგავსი შეხვედრები მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენთვის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებაა", - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო ხედვებზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ მიაწოდა ინფორმაცია და მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის შუახევის საჩითილე და ვაზის სანერგე მეურნეობა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები - არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელები.