11 ივლისი

"მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები სწრაფი ტემპით ხორციელდება," - აცხადებს ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ვახტანგ ბერიძე. საკანონმდებლო ორგანოს წევრი მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელთან - ჯამბულატ მელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - რენარ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ვაშაყმაძეებში, მეკეიძეებსა და ვანაძეებში.

პროექტის დასრულების შემდეგ, 150-მდე ოჯახი 24-საათიანი, უწყვეტი და ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.