03 ივლისი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

      ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებითაც. კანონის პროექტი გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება.

    სამივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.