02 ივლისი

    აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

  დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონის პროექტს, კანონმდებლები, სესიებს შორის პერიოდში, გამარტივებული წესით განიხილავენ.

  ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტს ინიციატივის განხილვის ვადა 7 ივლისამდე განესაზღვრა.