02 ივლისი

      

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

        საკითხი, ბიუროს წევრებს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის ცვლილებისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე პროექტებს მოიცავს.

    მომხსენებლის განცხადებით, ინიციატივის მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.