01 ივლისი

    ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლესი საბჭოში - ვახტანგ ბერიძე,  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ იაკობაძეებში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაათვალიერეს.

     ორსართულიან შენობაში, პროექტის თანახმად, განთავსდება დარბაზი საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი, მოეწყობა სამუშაო ოთახები. პროექტის ღირებულება 198 456 ლარია.

    ვახტანგ ბერიძის განცხადებით, 2025 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 14 მილიონამდე ლარს დახარჯავს.