საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ (2026 -2029 წლების) ინფორმაციის საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმებას. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, სამომავლოდ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და პირველად, რეგიონის ისტორიაში, 2026 წელს, ავტონომიური რესპუბლიკა, მილიარდიანი ბიუჯეტით შეხვდება. საბიუჯეტო პარამეტრების, უწყებებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ძირითადი მიმართულებების გარდა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მზარდ ტურისტულ ნაკადებზე, ახალი სამუშაო ადგილების, ხელფასების ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.