აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტეის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ახალი რედაქციის მნიშვნელოვანი სიახლეები, კანონმდებლებს, დავით მათიკაშვილმა გააცნო.