აჭარის უმაღლეს საბჭოში, 2025 წლის საგაზაფხულო სესია, მორიგი პლენარული სხდომით დაიხურა. სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ორი დარგობრივი კომიტეტის საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების - ფრიდონ ფუტკარაძისა და მამუკა თურმანიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიშები კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს.
სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.