17 ივნისი

     საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, უმაღლეს საბჭოს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს.

     საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის ცვლილებისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე პროექტებს მოიცავს, კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.

    მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.