06 ივნისი

   მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობს. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, ბათუმის ორთა ჯამეში, სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს.

   საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები, ორთა ჯამეში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან - რამაზ ჯინჭარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად მივიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მორწმუნეებს მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა უსურვეს.

   დღესასწაულს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანას ჯამეში შეხვდნენ შუახევის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე და მუნიციპალიტეტის დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ანზორ ბოლქვაძე. კანონმდებლები ლოცვას დაესწრნენ და ადგილობრივებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს.

   ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის ჯამეში შეკრებილ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა ქედის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - მამუკა თურმანიძემ. უმაღლესი საბჭოს წევრი საზეიმო ლოცვას ადგილობრივებთან ერთად დაესწრო.

   დაბა ხულოში, სოფელ ღორჯომის ჯამეში იმყოფებოდა სადღესასწაულო ლოცვაზე, ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ვახტანგ ბერიძე. საკანონმდებლო ორგანოს წევრმა შეკრებილებს ყურბან-ბაირამი მიულოცა, მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და წარმატებები უსურვა.