საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

05 ივნისი

   5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, აჭარაში გამწვანების აქციით აღინიშნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე, აქციაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან - ზაზა შავაძესთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ელენე ღუბიანურთან ერთად ჩაერთო - ხელისუფლების წარმომადგნლებმა და გარემოს დამცველებმა, აჭარის სსიპ სატყეო სააგენტოს ქობულეთის სატყეოს თიკერის უბანში, 100 ძირი ფიჭვი დარგეს.

   ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, წელს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარი თემა - „პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა“. რაც შეეხება გამწავნების აქციას, მისი მიზანი დეგრადირებული ტყის ხელოვნურად აღდგენა-განახლება, გარემოს დაცვითი ცნობიერების გაზრდა, ეკოსისტემის გაუმჯობესება და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობაა. ღონისძიების ფარგლებში, „ტყის მოვლა-აღდგენა და დაცვაში შეტანილი წვლილისათვის“ მინისტრმა, ზაზა შავაძემ ღვაწლმოსილი მეტყევე - რეზო ვასაძე დააჯილდოვა.

   გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მტირალას ეროვნულ პარკში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინიციატივით, მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაშქრობა და მცირე ლექცია თემაზე - “პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა“.

  გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მტირალას ეროვნულ პარკში, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომოტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინიციატივით, მოეწყო ლაშქრობა და მცირე ლექცია თემაზე - “პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელშიც ხულოს, შუახევის, ქედისა და სხვა მუნიციპალიტეტების 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მინისტრის მოადგილეები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი