27 მაისი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

    ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.  ორივე საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

    ბიურომ ცნობად მიიღო 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, რომელიც, ბიუროს წევრებს, ასევე, მარინე გვიანიძემ გააცნო.   

   კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგის ცვლილებას - 29 მაისს, კანონმდებლები, აღნიშნულ ფორმატში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს - ჯაბა ფუტკარაძეს მოუსმენენ.

    ბიურომ ცნობად მიიღო აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრიდონ ფუტკარაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ამავე კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი