26 მაისი

   26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ბათუმში, სხვადასხვა სადღესასწაულო, შემეცნებითი და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

   მრავალფეროვან აქტივობებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაესწრნენ. ეროვნული დღესასწაული, ტრადიციულად, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა - საგამოფენო სივრცე ისტორიულ და შემეცნებით, საბავშვო კუთხეებს აერთიანებდა, აქვე იყო სხვადასხვა ინსტალაციები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 17 საათსა და 10 წუთზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ტრადიციულად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, გაიმართა საზეიმო კონცერტი და საჰაერო შოუ.

   დამოუკიდებლობის დღე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზეიმეს.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი