23 მაისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

   ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებს და დაათვალიერეს რემოდელირებული სასკოლო ბიბლიოთეკა. პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლიდან ახორციელებს, მოეწყო თანამედროვე სივრცე, ბიბლიოთეკა აღიჭურვა ახალი ავეჯითა და ტექნიკით, შეივსო წიგნადი ფონდი.

   უმაღლესი საბჭოს წევრმა, მინისტრმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ამავე დღეს, დაათვალიერეს დაბა შუახევისა და ხიჭაურის საჯარო სკოლების რემოდელირებული ბიბლიოთეკა და რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი.