23 მაისი

   „ადამიანი მის მიერ განვლილი ცხოვრების გზითა და გაკეთებული საქმით ფასდება. თითოეულმა თქვენგანმა ბევრი რამ გააკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - აღნიშნა ხულოს დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - ვახტანგ ბერიძემ, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოებისას.

   ღონისძიება - ,,ამაგდარის“ ფარგლებში, დაჯილდოვდა ხულოში მცხოვრები 29 ადამიანი. დამსახურებული ჯილდოები მათ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯამბულატ მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, რენარ ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

  ამაგდარი ადამიანების პატივსაცემად გამართული ღონისძიება, საზეიმო კონცერტით დასრულდა.